თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას 6 მილიონი ლარი შესთავაზა.
ახვლედიანი ადასტურებს, რომ იგი შეხვდა ნიკა გვარამიას და ამბობს, რომ სასამართლო სისტემებზე არამარტო გვარამიასთან, არამედ ივანიშვილთან, ღარიბაშვილთან და ბურჭულაძესთანაც ჰქონდა შეხვედრა.
„შევხვედრილვარ პაატა ბურჭულაძეს, შევხვედრილვარ ირაკლი ღარიბაშვილის, შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილს, შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ერთად და კიდევ ბევრ პოლიტიკოსს და მისაუბრია სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე. რა 6 მილიონზეა ლაპარაკი, შესაძლებელია, მთვარეზე მიწის ნაკვეთსაც მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი. არ არის გამორიცხული, ეს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს, რაღაც მიზეზების გამო, ან იმ ადამიანების ინტერესებში, რომლებიც დღეს სასამართლო ხელისუფლებას აფარებენ ხელს,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






