,,არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება.
დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან, საარჩევნო კამპანიის მიწურულს, ასეთი პასიურები ეროვნულ-დემოკრატები თითქმის არ ვყოფილვართ.
ამას ბევრი მიზეზი აქვს, რომელზეც სხვა დროს და სხვა ვითარებაში აუცილებლად იმსჯელებს პარტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პარტიის წევრთა თუ მხარდამჭერთა პოზიტიურ დამოკიდებულებას საარჩევნო სიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, უფინანსობის პირობებში და გაურკვეველი წარმომავლობის კოალიციებში გაერთიანებისგან თავის შეკავების მხარდაჭერას, მინდა მივმართო ყველა ეროვნულ-დემოკრატს!
ვისაც კარგად გესმით, რომ პოლარიზებული არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულობის და მრავალპარტიულობის მოსპობას იწვევს.
ვისთვისაც უცვლელი ფასეულობაა - დამოუკიდებელი, თავისუფალ საზოგადოებაზე დაფუძნებული, ტრადიციების ერთგული საქართველო და ასეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობას ვხედავთ დასავლურ, ევროპულ თანამეგობრობაში, ხოლო ჩვენი უსაფრთხოების გარანტად მივიჩნევთ ნატოს.
ამიტომ,
ნუ დავრჩებით სახლებში 8 ოქტომბერს! არამედ, ჩვენი მრწამსიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილება და აქტიურად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, რათა საბოლოოდ დავამარცხოთ ჩრდილოეთი საქართველოში და მხარი დავუჭიროთ პროგრესს, თავისუფლებასა და დასავლურ, ცივილიზებულ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში!
შემდეგი არჩევნები, რომლის საარჩევნო კამპანია, სულ რაღაც რამოდენიმე თვეში დაიწყება, ნამდვილად არ ჩაივლის ჩვენს გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, დავრჩებით დასავლური კურსის ერთგული, უფრო თავისუფალი ქვეყანა” - ნათქვამია ედპ-ს ლიდერის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






