საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფარული ჩანაწერების საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა საუბრის შინაარსი, სადც პირდაპირ იკვეთება ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისათვის:
„მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ არის გაკეთებული და ამას თავადვე აღიარებს. ნამდვილად შემაშფოთებელია თავად საუბრის შინაარსი. პირდაპირ სთავაზობენ ქართამს კონკრეტულ პირს, თუ მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ თითქოს შანტაჟის გამო გადადგა. მე ვფიქრობ, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ“,-აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარია თავად ჩანაწერის შინაარსი, რომლითაც საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერსედნენ.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ექვს მილიონს, კონკრეტულ თანხას სთავაზობს კონკრეტულ ადამიანს, თუ გააკეთებდა შესაბამის განცხადებებს. ამიტომ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს კონკრეტულ საუბართან დაკავშირებით, ასევე, უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განთავსდა ეს საუბარი ინტერნეტსივრცეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






