არჩევნებამდე 11 დღით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას ერთ-ერთი ყველაზე მძიმეე ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იწყებს (შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად).
ამის შემდეგ მალევე „ქართული ოცნება“ ყველაზე გავლენიან მედიაორგანიზაციას - რ2-ს გაყალბებული ეგზიტპოლის გამოქვეყნებაში ღიად ადანაშაულებს. პარალელურად არ წყდება სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერების გავრცელდება ინტერნეტ სივრცეში, რომელშიც აღნიშნული არხის გენ დირექტორს ნიკა გვარამიას უკავშირდება.
მას შემდეგ რაც გუშინ „რუსთავი 2“ - ისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, გუშინვე ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ეს საუბარი გასული წლის ნოემბერში გარკვეული მოტივაციის საფუძველზე თავად ჩაიწერა, რომელიც გამოუყენებლად წაშლა. თუმცა ინტერნეტ სივრცეში მაინც მოხვდა. ამრიგად გვარამია სუსის მხრიდან ჩადენილ ახალ დანაშაულზე მუთითებს - და ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ინტერნეტ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გვარამიას განცხადება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ჩაწერა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ "ნიუპოსტთნ" დაადასტურა.
ზაალ უდუმაშვილმა არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში მსგავსი „სიურპირიზები“ კვლავ განმეორდეს.
უდუმაშვილის განცხადებიდან 24 საათში ინტერნრტ სივრცე მორიგმა ფარულმა ჩანაწერებმა მოიცვა, რომელიც ისევ რუსთავი 2 - ს ეხება.
facebook-გვერდზე სახელწოდებით: „Rustavi ori" გამოქვეყნდა ვიდეოების სერია, ერთ-ერთ ვიდეოში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მამუკა ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს სთავაზობს.
მომდევნო ფარულ აუდიოჩანაწერში კი საქართველს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებთნ შეხვედრის საუბარია ასახული.
ამ აუდიოჩანაწრების შემდეგ კი, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ზურგითმჯდომი მამაკაცი ამბობს, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თამშრომელია, ინტერნეტში დღეს გმოჩენილი ვიდეოები კი მისი გავრცელებულია რადგან სურდა გვარამიას მხილება.
„ნიუპოსტი“ განვითარებული მოვლენების განსამარტად „რუსთავი 2“ - ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა.
უდუმაშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2 - ის "თანამშრომლის" სკანდალურ მიმართვაზე“ კოლეგებმა ბევრი იცინეს.
"ეს ყველაფერი სასაცილო ისტორიებს ემსგავსება, მართლა სატირალი რომ არ იყოს ის, რაც ქვეყანაში დღეს ხდება. მე ვვარაუდობდი, რომ რუსთავი 2- ის ე.წ კომპრომენტაციისთვის მსგავსი სცენარი მოხდებოდა, თუმცა ის რაც დღეს გამოდეს, სრულიად სასაცილო და აბსურდულია. ის, ვითომ თანამშრომელი, გაურკვეველი პიროვნება, რომელიც ზურგით ზის, და სისულელეებს საუბრობს. თუ ამაზე აქვთ გათვლილი ხელისუფლებას და სუსს, რომ ამით რუსთავი 2 -ს ზიანი მიაყენონ, მე ვფიქრობ, რომ მათი საქმე ძალიან ცუდადაა. რადგან ამ ყველაფერმა აქ რუსთავი 2 -ში სიცილის მეტი არაფერი გამოიწვია თუ ამ დღეებში კიდევ გაგვაცინებენ მსგავსი რამით, სიამოვნებით გავიცინებთ"- აღნიშნა უდუმაშვილმა.
ნიკა გვარამიას მოადგილე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერების საკითხზეც აკეთებს კომენტარს.
"ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა შენ მიდიხარ ადამიანთან, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გადმოგცეს სისტემაში არსებული რღვევების შესახებ ბუნებრივია, რომ შენ შეგიძლია მას მფარველობა შესთავაზო როგორც მორალური ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ეს მედიაში მიღებული პრაქტიკაა, შესაბამისად ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამის შესახებ ვრცლად გუშინვე ვთქვით, რადგან ვიცოდით, რომ წინასაარჩევნოდ მსგავს რაღაცას კიდევ მოიფიქრებდნენ. ჩვენ ამ ჩანაწერის შინაარსი მოვყევით, რომ მერე ვიღაცისთვის სიურპრიზი არ ყოფილიყო. ასე რომ ეს იყო ჩვეულებრივი შეთავაზება ადამიანის მიმართ, რომელსაც ჩვენთვის ძალიან სერიოზული ინფორმაცია უნდა გადმოეცა"- განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება რუსთავი 2-ის შენობაში სპეცოპერაციის ჩატარების ალბათობას, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე "ნიუპოსტთან" ადასტურებს, რომ მსგავსი ინფორმაცია იქამდე არსებობდა, სანამ ამას „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე გააჟღერებდა.
უდუმაშვილის თქმით, ნარკოტიკებთან მიმართებაში ტელევიზიის პოლიტიკა ძალიან მკაცრია და ისინი შესაბამის უწყებებთან სიამოვნებით ითანამშრომლებენ.
"აბსურდულია, თუ ნარკორეალიზატორს დასდევენ მისი დაკავება ყველა ადგილზე შეიძლება. ამისთვის სპეცოპერაციის ჩატარება რუსთავი 2 - ის შენობაში სულაც არ არის აუცილებელი. თუ ეს საბაბია იმისთვის, რომ ტელევიზიაში შემოვიდნეს ძალოვანი სტრუქტურები ეს უკვე სხვა თემაა. არამგონია, რომ ამ აბსურდული მოკვლევის მიზეზით გაბედონ და აქ შემოვიდნენ, თან სპეცოპერაციით. ნარკომანიასთან ბრძოლის სხვა მეთოდები არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებითაც თანადგომას ვუცხადებთ გამოძიებას და ყოველმხრივ დავეხმარებით მათ"- თქვა ზალიკო უდუმაშვილმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






