"დასრულდა საქართველოში რომის პაპის ორდღიანი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ვიზიტის მნიშვნელობას - ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომლემაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპულ ცივილიზაციასა და ქრისტიანულ სამყაროში. ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გზავნილები,რომლებსაც რომის პაპმა საკუთარ სიტყვაში დაუთმო ყურადღება- რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობა და ადამიანების უსაფრთხო ცხოვრებისა და გადაადგილების აუცილებლობა. ეს ვიზიტი იყო უპირობო მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტის პრეს- სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






