ჩერნოვეცკი ოჩხამურის მაცხოვრებლებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:48, 04 Oct, 2016     1268
მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქობულეთის ოლქში ლეონიდ ჩერნოვეცკი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გუშინ ის დასახლება ოჩხამურის მოსახლეობას შეხვდა. ჩერნოვეცკიმ დამსწრე საზოგადოებას თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და უამბო მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის სამი უპირატესობის შესახებ, რომელიც სპეციალურად რეგიონისთვის შეიმუშავა.

როგორც ჩერნოვეცკიმ შეხვედრაზე განაცახდა, მას აუცილებლად მიაჩნია ქობულეთის რაიონში შექმნას თავისუფალი ეკომონიკური და სავაჭრო ზონები, სწორედ მათი დამსახურება იქნება მომავალში რეგიონში სასტუმროებისა და ახალი საწარმოების გახსნა, შესაბამისად, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც. კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სწორედ ეს ზომა იქცევა სტიმულად მთელი რეგიონისა და კერძოდ, ქობულეთის განვითარებისთვის. ასევე, მან მოსახლეობას გააცნო ყველა სიახლე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, თავისი დეპუტატობის დროს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად დანერგავს.

გარდა ამისა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შეკრებილებს წარუდგინა ის კანონპროექტები, რომელთა ინიციატორი თავად გახლავთ და ისინი ემსახურებიან როგორც ქართული საკანონმდებლო სისტემის გაჯანსაღებას, ასევე, მთელი ქვეყნის კეთილდღეობას.

„გუშინ მე ქობულეთის რაიონში მდებარე დასახლების, ოჩხამურის მაცხოვრებლებს შევხვდი. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ყოველ მათგანს ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი, მაგრამ უფრო მეტად მათი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მენდობიან!

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მალე 65 წელი შეუსრულდება, რომელსაც ჰყავს 3 შვილი, 8 შვილიშვილი და გამოვლილი აქვს უამრავი განსაცდელი, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, დავიმსახურო ადამიანის ნდობა და გავამართლო ის! არ დაგაღალატებთ!“ - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი ამ შეხვედრის შემდეგ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42