ზესტაფონში "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდოდატის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რეგიონებში პედაგოგების შანტაჟი მიმდინარეობს, რომ მათ არჩევნების დღეს გადაწყვეტილება ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ და ამასთანავე იარონ იმ შეხვედრებზე, რომელსაც მთავრობა რეგიონში მართავს განათლების სამინისტროში ტყუილს უწოდებენ.
როგორც "ნიუპოსტს" ჯეჯელავას უწყებაში განუცხადეს, კანდიდატის მიერ ღია ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"არ ვადასტურებთ მსგავს ფაქტს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
"ნიუპოსტი" ხიდაშელის განცხადების საფუძველზე, თემის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოებიოს სამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებამ "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდოდატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, - "მსგავს ფაქტს არ ვადასტურებთ, რადგან ადგილი არ ქონია" - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცბობისთვის, სუსი-ს მიერ მასწავლებელთა შანტაჟის შესახებ განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინიტრმა "ტვ.პირველის" ეთერში გააკეთა.
მან განათლების მინისტრს მოუწოდა, გააკეთოს განმარტებები აღნიშნულ ინფორმაციაზე. "რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, პირადად შეესწრო ფაქტს როდესაც რესურსცენტრს ხელმძღვანელმა პედაგოგს დაურეკა და მოსთხოვს "ქართული ოცნების" ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღო.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა მიმართ შანტაჟის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელშიც.
"შემოხაზავთ 41, ტელეფონით გადაიღებთ და მაჩვენებთ" - ეს ბრძანება დღეს საღამოს რესურს ცენტრის ყველა თანამშრომელს მისცეს. ასეთივე ბრძანება გაიცა გუშინ თავდაცვის სამინისტროში, მერიაში და თითქმის ყველა საჯარო სამსახურში.
წყარო: ჩემი პოლიციელი მეგობრები პატრულიდან"- წერს ჟურნალისტი გურამ დონაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები






