"საქმეში კალაძეა ჩართული, გორში “ძველ ბიჭებს პალაჟენიის დაყენება" მისმა ცოლის ძმამ სთხოვა" - გორის ინციდენტის დეტალები
პოლიტიკა - 13:47, 04 Oct, 2016     7078

გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, თუ არჩევნებამდე მასზე განხორციელებული თავდასხმა გამოძიებული არ იქნება ის თავისი წესებით დაიწყებს მოქმედებას.

ოქრუაშვილს გუშინ არ განუმარტავს რას გულისხმობს "პირადი წესებით მოქმედებაში" ეს კითხვა "ნიუპოსტმა" ოქრუაშვილის თანაპარტიელ, ლერი ლაფაჩს დაუსვა, რომელიც მისივე თქმით, გორში, სადგურის დასახლებაში, ატენის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველია.

ლაფაჩის თქმით, ე.წ კრიმინალური სამყაროს წევრმა "ხამსამ" იარაღი როგორც ოქრუაშვილის, ასევე, დაცვის წევრების მიმართულებით ისროლა.

"ხელისუფლებას დრო არჩევნებამდე მივეცით, თუ არ გამოიძიებენ ობიექტურად ჩვენი ძალებით ვიმოქმედებთ და გავარკვევთ ყველაფერს. რა იგულისხმება ჩვენს ძალებში, ამაზე კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ შემიძლია"- განუცხადა "ნიუპოსტს" ლაფაჩმა.

ლერი ლაფაჩის თქმით, "ქართული ოცნების” კოორდინატორმა, ედუარდ ნუცუბიძემ ოქრუაშვილის ამომრჩევლის დაშინება ბევრჯერ სცადა, კახა კალაძის ცოლის ძმა კი წინასაარჩევნო პერიოდში გორში იყო ჩასული და “ძველ ბიჭებს პალაჟენიის დაყენება" სთხოვა.

"ედო ნუცუბიძემ ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრაზე მოიყვანა კრიმინალური ავტორიტეტი (ალექსანდრე ინდუაშვილი), რომელიც ტელეფონზე ესაუბრებოდა ნუცუბიძეს: "ედო მე აქ ვარო". ეს კრიმინალური ავტორიტეტი ადრე დაკავებული იყო, ის კი სწორედ ნუცუბიძემ დაიხსნა, ვიღაცეებს სთხოვა მოკლედ და გამოუშვეს. შემდეგ ედოს ინდუაშვილი შტაბში მიყავს, აძლევს მანქანას, მხარეზე ხელს არტყამს და ამბობს, რომ რკინიგზის სადგურს ხამსა იგებს. რაც შეეხება კალაძის ცოლის ძმას, ის გორში იყო ჩამოსული და ძველ ბიჭებს პალაჟენიის დაყენებაში დახმარება სთხოვა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ საქმეში კახა კალაძეა ჩართული"- აღნიშნა ოქრუაშვილის თანაგუნდელმა.

ცნობისთვის, ლაფაჩის მიერ ნახსენები ალექსანდრე ინდუაშვილი 2004 წლის დეკემბერში ოქრუაშვილის გუბერნატორობის დროს აიყვანეს.

ამბობენ იმასაც, რომ ინდუაშვილი შეხვედრაზე ნამდვილად მივიდა და ოქრუაშვილს მოსთხოვა აეხსნა, რატომ დააკავა, რასაც ოქრუაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომ "ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კვლავ დაიჭერდა", რასაც მისი და მასთან ერთად მყოფების მისამართით 6 გასროლა მოჰყვა.

გორის მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის.

როგორც „ნიუპოსტს“ მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, ბრალდებულის ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შენახვა–შეძენის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ირაკლი ოქრუაშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცეცხლი გაუხსნეს.

შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი დაიჭრნენ, ისინი ამ დრომდე გორის საავადმყოფოში რჩებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42