2017 წლის ბიუჯეტი „ქართულ ოცნებას“ ტყუილში ამხელს - პეტრე ცისკარიშვილი
პოლიტიკა - 13:05, 04 Oct, 2016     1203

2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ხელისუფლებას „ტყუილში ამხელს“:

‘’2017 წლის ბიუჯეტი იმ დაპირებებს აცდენილია, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას გამოუცხადა.

სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს, ქართული ოცნება კი სწრაფ განვითარებაზე მინიმუმ 7 – 8 %-იან ზრდაზე საუბრობს. ეფექტიანი ხელისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია 10 – 12%-იან ზრდაც, თუმცა ქართული ოცნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდას გვპირდება, რაც ასეთი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

4 პროცენტიანი ზრდა დაახლოებით დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეა, რასაც ჩვენ 35 – 40 წლის შემდეგ დავეწევით. ეს ქართული ოცნების სწრაფი განვითარებაა.

ქართული ოცნება პედაგოგებს პირდება გაზრდილ ანაზღაურებას, ბიუჯეტში კი პრემიებია გათვალისწინებული, ოცნების ხელისუფლება წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ფულს, ათეულობით მილიონ ლარს ჩინოვნიკების ანაზღაურებასა და პრემიებზე ითვალისწინებს.

პედაგოგის ანაზღაურება 800 ლარი რომ გახდეს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში მინიმუმ დამატებით 225 მილიონი ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 25 მილიონი ლარია, სადაც არაა აღნიშნული ხელფასის ზრდა.

ქართული ოცნება ასევე პენსიას ვერ გაზრდის, რადგან 95 მილიონი ლარით ზრდა, სექტემბერში 20 ლარით გაზრდილი პენსიის დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. დღევანდელი პენსიის რაოდენობის შენარჩუნებისთვის კი აუცილებელია, მაგალითად, სოციალურ დახმარებას ბიუჯეტი დააკლონ.

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ ფულის დაზოგვას ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებით აპირებს.

ოცნების ერთ-ერთი გრანდიოზული ტყუილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ბიუჯეტში მილიარდი ლარი იყო, მომავალ წელსაც მილიარდია გათვალისწინებული, თუმცა მილიარდიდან, როგორც წესი, 200 მილიონ ლარს დაახლოებით 20%-ს ვერცერთ წელს ვერ ითვისებენ.

განხორციელებისა და ბიუჯეტის ათვისების შემთხვევაში - გამოგონილი 50 გვირაბი, 800 კილომეტრი გზა და ხიდები ვერ აშენდება, რადგან მინიმალური გათვლებით ამას 8 მილიარდი ლარი სჭირდება, მათ კი მხოლოდ მილიარდი’’- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42