ბურჭულაძის პარტიამ მაისის თვეში დახმარების სახით ნახევარი მილიონი ლარი მიიღო
პოლიტიკა - 12:37, 04 Oct, 2016     1840

პაატა ბურჭულაძის პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით, 555 000 ლარი აქვს აღებული. ამის შესახებ ლაფანაშვილმა „პირველის პრესკლუბში“ ისაუბრა:

"რეგიონებში, პარტიის აქტივისტებს, მათი თქმით ფინანსების არქონის გამო ვერ, ან არ უხდიან ხელფასებს, თუმცა ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს იღებს.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძეს, 2015 წლის დეკემბრიდან, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით, ჯამში 555 000 ლარი აქვს აღებული. მხოლოდ აპრილის თვეში, მას მიღებული აქვს 187 000 ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ხდება იმის აპელირება, რომ თითქოს, პარტია ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის გამოც ხელფასებს ვერ იხდიან. თუმცა, აქტივისტების ხელფასებზე რომ ვსაუბრობ, იგულისხმება მიზერული თანხები - 150-200 ლარი.

რაც შეეხება ფონდს - ჯერ კიდევ მაისის თვეში, 500 000 აშშ დოლარი ფინანსური დახმარების სახით მიიღო. ჩარიცხულმა თანხებმა კი აკუმულირებული სახით 6 მილიონი ლარი შეადგინა.

მე მაქვს ეჭვი, რომ ამ ფინანსების უკან სხვა პროცესები იმალება. მინდა მოვუწოდო შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს ფაქტი. როდესაც ეს პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულა და ამას აკეთებს, რას გააკეთებენ ისინი სახელისუფლებო ბერკეტით?!",- აღნიშნა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიის უკვე ყოფილ წევრებზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

"გარწმუნებთ, რომ სუს-ი და მსგავსი ორგანოები ჩემზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებენ. ეს არის ჩემი აღშფოთების შედეგად გაკეთებული განცხადება. პარტია ამ ინფორმაციის გაგებამდე, დიდი ხნით ადრე დავტოვე, რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო "გირჩთან" და ვაშაძესთან გაერთიანება", - განაცხადა ლაფანაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42