ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის
პოლიტიკა - 12:24, 04 Oct, 2016     1820
გორის მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის.

როგორც „ნიუპოსტს“ მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, ბრალდებულის ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შენახვა–შეძენის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ირაკლი ოქრუაშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცეცხლი გაუხსნეს.

შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი დაიჭრნენ, ისინი ამ დრომდე გორის საავადმყოფოში რჩებიან.

ოქრუაშვილი და მისი გარემოცვა თავდასხმაში “ქართული ოცნებისა” ღიად ადანაშაულებს.

"ყველაფრის თავი კახა კალაძის ცოლისძმაა“ - თქვა ინცინდენტიდან მალევე თავად ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილი კახა კალაძის ინტერესებზე მიუთითებს. მმართველ პარტიაში კი მაჟორიტარობის კანდიდატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ოქრუაშვილის თანაგუნდელი ლერი ლაფაჩი ერთ-ერთი მათგანია ვინც თავად შეესწრო ინციდენტს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” კოორდინატორმა, ედუარდ ნუცუბიძემ ოქრუაშვილის ამომრჩევლის დაშინება არაერთხელ სცადა.

ლაფაჩი ირწმუნება, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა წინასაარჩევნოო პერიოდში გორში იყო ჩასული და იქაურ “ძველ ბიჭებს” შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42