"რამდენიმე დღე რჩება ჩემი და თქვენი ხელახლა შეხვედრამდე ნამდვილ "ლაივში"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 11:22, 04 Oct, 2016     25807
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა ფეისბუკ ლაივის დროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში დარწმუნებულია და არჩევნების შემდეგ ის საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას აპირებს:

„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, ვერანაირ პროვოკაციას ვერ მოგვიწყობენ. პატარ-პატარა მცდელობები იქნება მაგრამ არ უნდა ავყვეთ, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის მოსატყუებელილ კბილი დიდი ხანია მოიცვალა. ამაში ვარ დარწმუნებული. ვიდეოები ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ 4 წელია ქვეყანა არის გაჩერებული და ხალხს უნდა უკეთესობა და ცვლილება.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს საქართველოს პოლიციელების და შეიარაღებული ძალების და მჯერა, რომ ისინი არიან ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები და ივანიშვილის არცერთ უკანონო ბრძანებას არ შეასრულებენ, მათ შორის ამ საარჩევნო ციკლშიც.

აუცილებლად ჩამოვალ და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას საქართველოს ახალი ხელისუფლების დაკომპლექტებაში და შემდგომ აღმშენებლობაში ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მე რაიმე ფორმით ჩამომაშორებს საქართველოს შემდგომ აღმშენებლობას. ვინ სად ვიქნებით ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ წარმომადგენლობითი ყრილობა, რომელიც გაიმართება არჩევნების შემდეგ. საქართველოს მთავრობა არა პირადი სიმპათიებით, არამედ ხალხის სიმპათიებით დაკომპლექტდება.

დარწმუნებული ვართ რომ ვიმარჯვებთ, დააკვირდით ივანიშვილის სახეს რა პანიკაშია, ყველანი სუს-ი და პოლიციაში ერთმანეთში ჩურჩულებენ, რომ ნაცები იმარჯვებენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, ჩვენ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. გვექნება საშუალება მთავრობა დავაკომპლექტოთ და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. რამდენიმე დღე რჩება ჩემი და თქვენი ხელახლა შეხვედრამდე , ნამდვილ "ლაივში". რამდენიმე დღე რჩება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანამდე, ამიტომ ეს რამდენიმე დღე ზედმეტად ნუ ჩავიხვევთ შიშებს. „- განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42