ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ში სპეცოპერაციაზე ინფორმაცია აქამდეც არსებობდა
პოლიტიკა - 10:14, 04 Oct, 2016     15308
სამაუწყებლო მომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით ტელეკომპანიის შენობაში მოსალოდნელი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მასთან რამდენჯერმე მივიდა, თუმცა ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ძალოვანები მსგავსი აბსურდული ქმედებისგან ამჯერადაც თავს შეიკავებენ.

"ასეთი ინფორმაცია ბევრჯერ მოსულა ჩვენამდე, რომ აპირებდნენ სპეცოპერაციას იმ კრიტიკულ ვითარებებში, მაგრამ ეს ვერც ერთხელ შეძლეს. იმედია, რომ საღი აზრი ახლაც ეყოფათ და თავს შეიკავებენ ამგვარი სისულელისგან," - განაცხადა ნიკა გვარამია.

ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით რუსთავი 2-ის შენობაში დღეს ან ხვალ სპეც ოპერაცია ჩატარდება. ამის მიზეზი არსებული რამდენიმე კადრი იქნება, სადაც ტელევიზიიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი რუსთავი 2-ის შენობასთან ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენს.

როგორც ნიკა გვარამია ფეისბუკზე წერს ტელეკომპანია სისტემატურად ახდენს სამუშაო ადგილზე თრობის (ალკოჰოლურის თუ ნარკოტიკულის) ფაქტების გამოვლენას, რის საფუძველზეც ათზე მეტი თანამშრომელი განთავისუფლდა. გასაღების ფაქტების გამოვლენის კომპეტენცია კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ აქვს.

„ამგვარი ინფორმაცია ჩვენთანაც არაერთხელ მოვიდა. სიტყვიერი გაფრთხილებაც მოგვცა შსს-მ, რომ კომპანიაში ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ასევე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს რიგი თანამშრომლების მხრიდან ნარკოტიკების გასაღებას კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ჩვენს კონტროლქვეშ და სადაც აყენია ათობით ვიდეო კამერა (დამონტაჟდა წელიწადნახევრის წინ). აღნიშნულის საფუძველზე სისტემატურად ვეწევით სამუშაო ადგილზე თრობის (ალკოჰოლურის თუ ნარკოტიკულის) ფაქტების გამოვლენას, რის საფუძველზეც ათზე მეტი თანამშრომელი განთავისუფლდა და ეს რუტინულ პრაქტიკად დაინერგა.

რაც შეეხება გასაღების ფაქტებს, აღნიშნულზე რეაგირების და ამგვარი ფაქტების გამოვლენის კომპეტენციას ჩვენ არ ვფლობთ. ნებისმიერ პირთან დაკავშირებით, რომელზეც კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გვექნება ამგვარი შეტყობინება, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნება ადეკვატური ზომები.”- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42