,ოცნების“ და ე.წ. პატრიოტთა ალიანსის უმრავლესობა ნიშნავს ოკუპანტის ჩექმას და ტანკს თავისუფლების მოედანზე"- მალხაზ პატარაია
პოლიტიკა - 19:58, 03 Oct, 2016     4530

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, პატარაიას თქმით ,,ოცნების“ და ე.წ. პატრიოტთა ალიანსის უმრავლესობა პუტინის სასურველი შედეგია და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლას და თავისუფლების მოედანზე რუსული ჩექმის და ტანკის შემოყვანას ემსახურება:


"პუტინმა ,,იმედით“ არჩევნების მისთვის სასურველი შედეგი გამოგვიცხადა - ,,ოცნების“ და ე.წ. პატრიოტთა ალიანსის უმრავლესობა და შესაბამისად მათი კოალიციური მმართველობა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენი სამშობლოსათვის: აფხაზეთისა და ცხინვალის მტრისთვის საბოლოო ჩაბარებას, ქვეყნის რუსულ ხახაში ჩაგდებას, სახელმწიფოებრიობის მოშლას, ოკუპანტის ჩექმას და ტანკს თავისუფლების მოედანზე.

ამათ ეს არჩევნები წაგებული აქვთ. რეალურად დასავლური ძალები იმარჯვებენ, რომ არა კიდევ ერთი ძლიერი საშუალება მტრის ხელში - გაყალბება. აქ არც თავს დაზოგავს ოლიგარქი და არც ,,გაზპრომის“ ფულს. კონტინგენტიც უცილობლად ეყოლება. სულწაწყმედილებს, ბრიყვებსა და გულუბრყვილოებს ამქყვეყნად რა გამოლევს. ეჭვიც არ შეგვეპაროს, საკუთარი, თარხან-მოურავის, ბურჯანაძის, თოფაძე-ჩიტიშვილ-წითელაშვილების, ბედუკაძე-კვარაცხელიას და სხვათა მაწანწალები, ადმინისტრაციული რესურსი და სუს-ი ამისათვის უკვე მობილიზებული არიან და მამა-მარჩენალის ნიშანს ელიან.

კრემლოიდთა ამ შემოტევის უკუგდება ადვილი არ არის. თუმცა ჩვენ ეს შეგვიძლია საკუთარი ძალებითა და მეგობრების დახმარებით. ეს ორი პირობა ურთიერთდაკავშირებულია. დასავლეთის პოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ შედეგისათვის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. მაგრამ მხოლოდ მასზე მოიმედეობა გამყალბებლებს ვერ შეაჩერებს. ყველაზე დიდი პრევენცია ჩვენი აქტიურობაა.

ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება 5 ოქტომბრის აქციას. რაც უფრო მძლავრი, მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იქნება დემონსტრაცია, მით უფრო წაუხდებათ გუნება-განწყობა რუსეთუმე-შულავერელებს, მით უფრო დაფრთხებიან და ვერ გაბედავენ სიყალბეს, მით უფრო მობილიზებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი არჩევნებისა და ზოგადად თავისუფლებისათვის ჩვენი ბრძოლის მიმართ. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მისი ორგანიზატორი. ეს იქნება ქართველი ერის მანიფესტი, რომ ის ღირსეულად ებრძვის მტერს, მას ცვლილებები სურს და დღევანდელ ხელისუფლებას მშვიდობიანად გაისტუმრებს.

დღეს გადამწყვეტი სიტყვა ჩვენმა დედაქალაქმა, თბილისმა უნდა თქვას. საბოლოო განაჩენი მან უნდა გამოუტანოს ყველა ჯურის კოლაბორაციონისტსა და კაპიტულანტს. ამის დიდი იმედი გვაქვს.

ამ საქმეში წინა ხაზზე, როგორც ადრე, ჩვენ უნდა ვიყოთ - აფხაზეთი! ვიქნებით კიდევაც!

,,მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს“ (გალატ.V,1).

გაისად სოხუმში!"- წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42