ოთარ დანელია და ალექსანდრე ჯეჯელავა აბაშა-მარტვილის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 18:01, 03 Oct, 2016     1777
,,სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტივობებს, პროექტებს, გუნდური მუშაობისა და ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც შემდგომში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მარტვილის კულტურის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნო - ,,მომავალ წელს ავტობუსის მომსახურებით დამატებით 23 საჯარო სკოლა და 1500 მოსწავლე ისარგებლებს, გაგრძელდება სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სათანადო ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც სწავლების ინოვაციური და კრეატიული საშუალება იქნება და სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის თქმით 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება მასწავლებლების ხელფასის ზრდა, რაც 800-900 ლარს მიაღწევს.

მარტვილში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ჯეჯელავა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ნაგებერაოს ახალი საჯარო სკოლის პროექტს გაეცნენ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კერძო სკოლა ,,სხივი“ და სოფელ ნაგვაზაოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი დაათვალიერეს. აღნიშნული ტექნიკუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლიდან დაიწყება და ის რეგიონალური მნიშვნელობის იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ თანამედროვე ინფარასტრუქტურით აღჭურვილი კერძო სკოლა ,,სხივი“ დაათვალიერეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ სოფელ ნაგებერაოს მოსახლეობას ახალი საჯარო სკოლის პროექტი გააცნეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ნაგვაზაოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მდგომარეობას გაეცნენ, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც 2017 წლიდან დაიწყება. რეაბილიტირებული ტექნიკუმი რეგიონალური მნიშვნელობის გახდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ აბაშის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს. „ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია. მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი. გახსნილი კომუნიკაცია არის ჩვენი რეფორმის დასაყრდენი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში თვისობრივად განსხვავებული ვითარება გვექნება განათლების სფეროში“-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აბაშაში პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს განათლების სისტემის სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42