„მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულად ვგრძნობდი ზუგდიდელების მხარდაჭერას, მათ პატივისცემას და სიყვარულს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველასგან განსხვავებული, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მქონდა, რომლის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მიწევდა როგორც შეკრებებზე, ასევე კარდაკარ სიარულის პრინციპით. შევხვდი და გავესაუბრე ათასობით ჩემს თანაქალაქელს, მე მათ გავაცანი ის მთავარი პრინციპები, რომლის გამო გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, ამ ქალაქმა ჩამომაყალიბა როგორც ირაკლი ჩიქოვანი და დროა ზუგდიდის დავუბრუნო ის ვალი, რომელიც მე მმართებს ჩემი ქალაქის მიმართ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მე ვიქნები უკეთესი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდიდან და ყველაფერს გავაკეთებ იმ დაპირების შესასრულებლად, რომელსაც გავცემ ზუგდიდელების მიმართ - არაფერს არ შევპირდები ზუგდიდელებს ისეთს, რომელსაც ვერ შევასრულებ და რასაც შევპირდები, მის შესასრულებლად ბოლომდე დავიხარჯები, რადგან ზუგდიდი იმსახურებს უკეთესს ცხოვრებას და უკეთესს მომავალს“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






