ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა
პოლიტიკა - 16:42, 03 Oct, 2016     2096
საქართველოს მომავლის პროექტის განხორციელება იწყება - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ანაკლიის ნავსადგური და მის უპირატესობებზე ისაუბრა.

"სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები, შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის - სივრცითი მოწყობის პროექტისა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

"ეს საქართველოს მომავლის პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში" - აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, მჯერა, რომ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, პროექტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ერთ-ერთი სამაგალითო გახდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; ის 9 ფაზას მოიცავს და, საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა, შესაძლოა, წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პრემიერის შეფასებით, საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი, თავისი მოცულობით, ამ ტიპის ხელშეკრულებების შედგენის თვალსაზრისით, ახალ სტანდარტს ქმნის.

"ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, პორტის მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაწერილია ყველა პუნქტი პროექტის უმაღლეს დონეზე განსახორციელებლად - გენერალური გეგმიდან დაწყებული, დამთავრებული დაზღვევითა თუ მარეგულირებელი სამართლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

"დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე - ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება პროექტი, რომელიც ქვეყანას არსებითად სხვა შესაძლებლობებს გაუჩენს.

"ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას. მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42