ირაკლი ალასანიამ გორელებს გორისა და ქართლის განვითარების გეგმა წარუდგინა
პოლიტიკა - 16:05, 03 Oct, 2016     1727

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში გორისა და ქართლის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა. ირაკლი ალასანიამ გორელებს გააცნო გორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გეგმები. პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ უსაფრთხო და დაცული გორი არის უკეთესი მომავლის გარანტი. გორის და შიდა ქართლის განვითრებისათვის აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება. მშვიდობა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები, კი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი სწორი გზაა.

‘’მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ აღდგეს ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან - მე ვიქნები თქვენი ელჩი და პირადად ჩავუდგები ამ პროცესს სათავეში. დაკარგული ნდობა უნდა აღდგეს’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმაზე და ადგილობრივებს კონკრეტული ხედვა გააცნო : გორის რეგიონში ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გამოცდილების გათვალისწინებით ამ იდეის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და ამუშავება; ქართულ-ოსური სავაჭრო, კომერციული სასოფლო სამეურნეო პროექტების დაფინანსების მიზნით მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარების ფონდის დაარსება; ფონდში ქართული, რუსული,ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების ფინანსებით ერთობლივი ბიზესპროექტების დაფინანსება. ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ყველა სოფლის საჭიროებების სრული გათვლისწინებით პროგრამული მრავალწლიანი ბიუჯეტის შემუშავება ცენტრალური და მუნიცეპალური თანამონაწილეობით და ამ თანხების მოხმარება ინფრასტრქტურულ, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ პროექტებზე, იმ მიზნით რომ არ დაიცალოს სოფლები და შევქმნათ ადამიანური ყოფის პირობები; მოლაპარაკებების წარმოებები უცხოელ ბიზნესმენებთან, რათა გორში დამზადდეს უცხოური ბრენდების ნაწარმი.

‘’ჩვენ რეგიონში უნდა შევქმნათ სტაბილური, პროგნოზირებადი, უსაფრთხო გარემო, ასეთი გარემო იქნება ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი და, შესაბამისად, გორის განვითარებისთვის დაიხარჯება მეტი ფული, აქ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი; უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება ყველა გორელისთვის ხელმისაწვდომი გახდება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა გორის ტურისტული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით უნდა განვითარდეს ეკო, ღვინის, სამკურნალო და აგრო ტურიზმი.

‘’ჩვენი ეკონომიკური წინსვლა და უკეთესი ცხოვრება გახდება კონფლიქტის მოგვარებისა და ჩვენ შორის ურთიერთობის აღდგენის საფუძველი . მე ღრმად მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეკონომიკური ურთიერთობებით და ძალიან მალე მივალთ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტამდეც’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორელები და,,თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერები, რომელთა დაინტერესებამ წარმოდგენილი გეგმის ირგვლივ ბევრი კითხვა გამოიწვია. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რამაც მეტი მკაფიოება შესძინა ირაკლი ალსანიას მიერ წარმოდგენილმა გორისა და ქართლის განვითარების გეგმას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42