დღევანდელ ბრიფინგზე GFK-ას კვლევასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„სასაცილოა უბრალოდ ხელისუფლებას შალვა რამიშვილი რომ ჰყავს მოკავშირედ, შალვა რამიშვილიც დასაცინია და ხელისუფლებაც. არ მინდა შალვა რამიშვილზე ის შეფასება გავაკეთო, რასაც ის იმსახურებს და რასაც მასზე ვფიქრობ, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია, ვუფრთხილდები მის შვილსაც. ჟღალი, პატარა და საყვარელი შვილია, ამის გამო არ ვიტყვი, რასაც შალვა რამიშვილზე ვფიქრობ შალვა რამიშვილი დიდ ხნის განმავლობაში კომუნიკაციაში იყო ჩვენთან და ქართული ოცნების წინააღმდეგ ფასიან მომსახურებას გვთავაზობდა, თუმცა, რუსთავი 2-მა ამ ურთიერთობაზე უარი განაცხადა. რამიშვილმა ამ შეთავაზებით ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძეც კი გამოგვიგზავნა"- აღნიშნა გვარამიამ.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არის გადაჭარბებული შეფასება ეგზიტპოლების ირგვლივ.
„აბსურდია ამ დოკუმენტებით აპელირება, რეზულტატები მომდის იმეილით, საჯაროვდება მეორე დღეს, მეტი ჩვენთვის ამ საკითხზე არაფერია ცნობილია, უარვყოფთ, რომ ეგზიტპოლები გაყალბდება, საერთოდ არ მესმის, რატომ არის გადაჭარბებული შეფასება ეგზიტპოლების მნიშვნელობის. წარმოუდგენელია ის ისტერიკა ამ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებას აქვს. თუ ეს ეგზიტპოლები იქნება ყალბი, ნახევარ დღეში გვეცოდინება ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი რეზულტატების მეშვეობით. ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად, ვაქვეყნებთ იმასაც, რასაც გვაძლევს მსოფლიოში ცნობილიGFK, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობისას არცერთი მონაცემი უზუსტო არ მოუცია," - აცხადებს ნიკა გვარამია.
არხის გენერალური დირექტორის თქმით, 6 ოქტომბერს GFK-ს ექნება პრეზენტაცია და საველე მკვლევარებს წარმოადგენს.
"ჩვენ ვართ მხოლოდ კომპეტენტურები იმ ნაწილში, რა შედეგებსაც ვიღებთ იმეილით წინა დღით, ვიდრე გამოვაქვეყნებთ,"- განმარტავს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






