"ხელისუფლების გაათმაგებული ბრძოლა და სიურპრიზები მეტი ზიანის მოსაყენებლად" - უდუმაშვილი წინასაარჩევნო ზეწოლაზე
პოლიტიკა - 14:36, 03 Oct, 2016     4051
მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე თავად ჩაწერა, ამ საქმეზე კომენტარი გენდირექტორის პირველმა მოადგილემაც გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ახვლდიანთან გაკეთებული ჩანაწერი მოისმინეს და როცა მასში საუბარი რუსთავი 2 - ის საქმეზე არ იყო ჩანაწერი გაანადგურეს.

საუბრის ჩანაწერის გავრცელებას რაც შეეხება უდუმაშვილის თქმით, ეს ხელისუფლების სიურპრიზის ნაწილია, რომელიც არჩევნებამდე 5 დღის განმავლობაში შესაძლოა კიდევ ვიხილოთ.

"ეს კომუნიკაცია გასული წელს შედგა, გასული წლის ნოემბერში როცა რუსთავი 2-ის საქმე პიკში იყო და რუსთავი 2-ის წასაღებად გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ შედგა კომუნიკაცია, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაგვეწერა ეს შეხვედრა. ამას ორი მიზანი ჰქონდა: დაგვეზღვია საკუთარი თავი და ასევე დაგვეზღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა მოჰყვებოდა ამ შეხვედრას. ჩავიწერეთ ეს საუბარი, მივიტანეთ მოვისმინეთ იმ შემთხვევაში თუ საუბარი შეეხებოდა რუსთავი 2 -ის საქმეს შესაძლებლობა იქნებოდა ჩანაწერები გაგვესაჯაროებინა და თუმცა ამ მიმართულებით არ იყო საუბარი, იქ ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემაზეა საუბარი, ამიტომ არ ჩავთვალეთ მასალის გამოქვეყნება მიზანშეწონილად და გავანადგურეთ. თუმცა როგორც ხედავთ მასალა გამოქვეყნებულია იმისდა მიუხედავად ჩვენ რა ქმედებები ჩავიდინეთ"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა გვარამიას მოადგილე საზოგადოებას მიმართავს და არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდეს რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ.

"ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე, ისევე როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არის რუსთავი 2, ბოლო 5 დღის განმავლობაში კი ეს ბრძოლა იქნება გაათმაგებული ამიტომ შესაძლებელია ბევრი სიურპრიზი ვიხილოთ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მყარად ვდგავართ და საზოგადოებასაც მოვუწოდებთ რომ მყარად იყვნენ და გააკეთონ ის არჩევანი რაც სწორად მიაჩნიათ"- თქვა უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42