30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა - "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს მოსყიდვაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 13:59, 03 Oct, 2016     23579

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო ბაღის ყოფილი აღმზრდელი, დალი ხუჭუა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.
როგორც თავად განმარტავს, ის "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო, ხოლო სამსახაურიდან მისი გათავისუფლება ამავე პოლიტიკური პარტიის თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის დავალებით მოხდა.

დალი ხუჭუა ამბობს, რომ დეპუტატობის კანდიდატი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მის მიერ მიცემული დავალება არ შეასრულა.

"29 აგვისტოს დამიბარა ელგუჯა გოცირიძემ მანქანაში, სადაც 30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა პარკში ჩადებულს. მითხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ის "ქართული ოცნების" შტაბის იმ დროინდელი ხელმძღვანელის, ივა ჩუბინიძის მანქანაში ჩამედო. მერე რაც მოხდება შენი საქმე არ არისო. მე, რა თქმა, უნდა არ ავიღე ფული, რადგან ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ. მაშინ გოცირიძეს ვუთხარი, რომ მე პარტიას დავტოვებდი და არასოდეს ჰქონოდა მას ჩემთან შეხება. მე ამ ყველაფერს მაშინ ვერ გადავიღებდი ან ჩავიწერდი, რადგან როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ტელეფონი ჩამომართვეს," - აცხადებს დალი ხუჭუა.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე მასზე ზეწოლა ხორციელდება, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

"რამდენჯერმე მოვიდნენ სახლში და მითხრე, რომ ამის უფლება ჰქონდათ. არ ვიცი სახლის გაჩხრეკის ორდერი ნამდვილად ჰქონდათ თუ არა. ამის გარდა, ღამის პირველ საათზე დამირეკა გოცირიძემ და დამემუქრა, ნახე რა დაგემართოსო. სწორედ, ამის მერე, სექტემბრის დასაწყისში გამათავისფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ მე თითქოსდა სამსახურს ვაცდენდი", - ამბობს დალი ხუჭუა.

ის თერჯოლის #2 საბავშვო ბაღში 2015 წლის ოქტომბრიდან სპეცპედაგოგად მუშაობს. დალი ხუჭუა სამსახურში ერთწლიანი ხელშეკრულებით იყო აყვანილი, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ეწურებოდა.

პოლიტიკური ნიშნით ხუჭუას გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფენ თერჯოლის ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. უწყების დირექტორი, მაია თორთლაძე ირწმუნება, რომ ის სამსახურიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

"არავითარი პოლიტიკა, რა შუაშია ეს. ხუჭუა გათავისუფლა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საბავშვო ბაღს რეაპუტაციას ულახავდა, აცდენდა სამუშაო დღეებს და არაკოლეგიალურად ექცეოდა თანამშროლებს. მას ბევრჯერ მიეცა გაფრთხილება, ჰქონდა გამონათებები სამსახურში, თითქოსდა, გამოსწორდებოდა, მაგრამ ისევ აურია, რაც გაუსაძლისი იყო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, როგორც დამსაქმებელმა, რომ ვადაზე ადრე გამეთავისუფლებინა", - განმარტავს მაია თორთლაძე.

რაც შეეხება, თავად თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ელგუჯა გოცირიძეს, დალი ხუჭუასთან შეხვედრის ფაქტს არ ადასტურებს.

"231 000 ლარი შევთავაზე და ნარკოტიკული ნივთიერება კი არა, ტროტოლი და ავტომატური იარაღი ჩაედო. თუ თქვენ თვლით ამ უაზრობას ვინც ამბობს, ხუჭუა არის თუ მუნჭუა არ ვიცი მე, ჩათვალეთ, რომ მეც გეუბნებით ამას სერიოზულად. რაც შეეხება, ივა ჩუბინიძეს, ის არის ჩემი მხარდამჭერი, ასე ვიცი მე. თუ ჩემზე მოიკითხავთ, ის ნათქვამი, რაც არის და რასაც მეკითხებით, თქვენ თავად მოგეჩვენებათ არასერიოზულად. უმჯობესია, იმ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადაამოწმოთ. როცა ადამიანი ჩემზე ასეთ რამეს ამბობს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ფსიქიკა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ლაბირულია", - ამბობს ელგუჯა გოცირიძე.

დალი ხუჭუა საქმის გამოძიებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42