“რთული იქნება პირველ ტურში 50% მოაგროვო. „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი 30-ის ნაცვლად 50-მდე აწია. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად. ამ მეორე ტურებშია სწორედ დემოკრატიულობა, ამას აქვს თავისი ხიბლი. ჩვენ დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიცია. ნუ აკნინებენ მეორე ტურებს. ბოლოში 2 კანდიდატი რჩება და უპირატესობა აქვს „ოცნებას“. პარტიულ სიაში 48-54 %-ს „ქართული ოცნება“ მიიღებს. ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ოცნებამ“. ვიღაცეები აკეთებენ განცხადებებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ გასვლა. „ქართული ოცნება“ არის დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ მიმდევარს 2,5-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს“ -განაცხადა ივანიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






