ჩერნოვეცკი მისი კანონპროექტების განხილვას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:00, 03 Oct, 2016     1329
ლეონიდ ჩერნოვეცკი პარლამენტის მუშაობით უკმაყოფილოა - მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა მოსახლეობის 50 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვას არ ჩქარობენ.

სულ, 10 კვირაში შეგროვდა 306 ათას 995 ხელმოწერა, ხელმოწერები ასე გადანაწილდა:

1. ონლაინ-კაზინოების აკრძალვა - 51 435 ხელმოწერა;

2. ონლაინ-კრედიტების აკრძალვა - 51 358 ხელმოწერა;

3. მიწების გადაცემა გლეხებისთვის - 51 224 ხელმოწერა;

4. პარლამენტიდან დეპუტატების გამოხმობა - 51 052 ხელმოწერა;

5. თურქული სეინერებისთვის თევზჭერის აკრძალვა - 50 993 ხელმოწერა;

6. მევალეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლება - 50 993 ხელმოწერა.

ამ დრომდე პარლამენტს მოცემული ინიციატივების განსახილველად არცერთი სხდომა არ ჩაუტარებია, რითაც უხეშად დაარღვია საკუთარი, კანონის ძალის მქონე რეგლამენტი!

პარლამენტის ორგანიზაციული დეპარტამენტი ვალდებული იყო 7 დღის ვადაში განეხილა მოცემული ინიციატივები და გადაეცა ისინი პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომისთვის.

ჩერნოვეცკი მოცემული ინიციატივების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურია, ვინაიდან მათ მხარს უჭერს საქართველოს ათეულობით ათასი მაცხოვრებელი:

„ვინ დაარღვია კანონი პარლამენტის ხელმძღვანელებიდან და ვინ გასცა ბრძანება მოცემული ინიციატივების არ განხილვისა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს როგორც სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების, ასევე, ამომრჩევლების ინტერესების იგნორირების გამო და მკაცრად დაისაჯოს! იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი სპეციალურად ცდილობს ამ კანონპროექტების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას უამრავ სარგებელს მოუტანდნენ, გადახედვა შეაყოვნოს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მოვითხოვ მოცემული ინიციატივების დაუყოვნებლივ გადახედვას.

რატომ არ იცავს საქართველოს პარლამენტი, რომელსაც მოსახლეობამ ნდობის მანდატი მიანიჭა, საკუთარი ხალხის ინტერესებს? რატომ ირღვევა რეგლამენტი და რატომ ხდება ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების გადახედვის შეყოვნება? რატომ არის წინასაარჩევნო აგიტაცია და პარლამენტარის სკამისთვის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ასიათასობით მოქალაქის ბედი, რომლებსაც ამ პრობლემების მოგვარება ჰაერივით სჭირდებათ? ასეთი უმოქმედობა დაუსჯელი რატომ რჩება? ამ სიაში კიდევ უამრავი კითხვის ჩამატებაა შესაძლებელი, რომლებზეც ჩემთვის, როგორც ხალხის ბედის მიმართ არაგულგრილი ადამიანისთვის, ლოგიკური პასუხების მიღება რთულია, ან ისეთი პასუხების, რომლებიც ამჟამად მიმდინარე მოვლენებს გაამართლებდნენ!

ეს სირცხვილია! მე არ ვიცი, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები მოქალაქეებს, რომლებმაც ისინი აირჩიეს, თვალი გაუსწორონ. პატიოსანი ადამიანისთვის ეს ყველაზე დიდი საშინელებაა! - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42