მოქმედი მოსამართლის ტექსტებსაც იწერენ, ალბათ ჩემი გაჩუმება უნდათ - ახვლედიანი ფარულ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 11:57, 03 Oct, 2016     2477
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

როგორც ახვლედიანმა "ნიუპოსტს" განუცხადა, ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ისეთი არაფერია, რაც მას საჯაროდ არ განუცხადებია.

სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მთავარ პრობლემად იმ ფაქტს ასახელებს, რომ მოქმედ მოსამართლეებს უსმენენ.

"ჩემთვის მთავარი კითხვა ამ საქმეში არის ის რომ მოქმედი მოსამართლე ფარულად ჩაწერეს და საინტერესოა როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი საჯარო სივრცეში. თურმე მოქმედი მოსამართლის ტექსტებსაც იწერენ. თვითონ ფაქტს რაც შეეხება, ჩანაწერისთვის ბოლომდე არ მისმენია, თუმცა ამ პრობლემაზე, რომელიც სასამართლოშია მე საჯარო სივრცეში და ტელევიზიით ვსაუბრობ. გაცილებით მეტ ადამიანს შევხვედრივარ და მისაუბრია ამ საკითხებზე"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შესაძლოა მის "გაჩუმებას" უკავშირდებოდეს.

საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარეს ჩანაწერის ავთენტურობაზე ინფორმაცია არ აქვს.

"მე მსგავსი ტექსტებით ვსაუბრობ ყველასთან, თუმცა ამ კონკრეტული საუბრის ტექსტიც არ მახსოვს ზუსტად"- აღნიშნა მან.

ინტერნეტში ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სასამართლოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42