,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით და შეგვიძლია სრულად გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მონაწილეობა და მითუმეტეს ქართული ოცნების ლიდერების მონაწილეობა.
გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის.
დღეს გორში სადგურის დასახლებაში ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ოქრუაშვილი გორში სადგურის დასახლებაში ამომრჩევლეთან შევხედრას ამრთავდა.
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მას უკვე ეძებს პოლიცია. უწყების ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მულით, ერთი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა ტარებას ითვალისწინებს, მეორე კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
თავდასხმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას კალაძის ცოლისძმა უკეთებდა. ოქრუაშვილის ინფორმაციით, დამნაშავე ცხინვალის ტერიტორიაზე აპირებს მიმალვას.
მასალის გამოყენების პირობები






