,,ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ“ - ტუღუში
პოლიტიკა - 18:25, 02 Oct, 2016     1629
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ტუღუშის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ყველანაირ ძალაობას, მათ შორის გუშინ ღამით, სოფელ დიდი ნეძში მომხდარ ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს საქმე დროულად გამოიძიონ.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ სოფელ დიდი ნეძში, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ბოლო პერიდოში ვაკვირდებით თუ როგორ ახდენს ძალადობრივი ფონის წახალისებას ხელისუფლება. თუნდაც კორცხელის ინციდენტში მოანწილე პირების წახალისება რომ გავიხსენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ამბობენ დაპირისპირება ქართული ოცნების აქტივისტებმა დაიწყეს, ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმე დროულად გამოიძიონ.

ზუსტად 2 დღის წინ მოხდა ფაქტი, როცა ოცნების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბრალდებული ოცნების მხარდამჭრია, ჩვენ პარტია არაფერში დაგვიდანაშაულებია, ჩვენ მხოლოდ გამოვეხმაურეთ შსს-ს და ოცნების განცხადებებს, სადაც ისინი დისტანციის დათვლით იყვნენ დაკავებულები. როგორც ვხედავთ რაფალიანცის ინციდენტიდანაც ვერაფერი ისწავლა ოცნებამ და ისინი სხვადასხვა ფაქტებით სპეკულირებენ.

მოვუწოდებ მთავრობას მოეგონ გონს.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ. ჩვენს ინტერესებშია მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა და მშვიდობიანი გზით მოვიპოვოთ გამარჯვება“ - განაცხადა ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42