,,ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას“ - კობახიძე
პოლიტიკა - 17:45, 02 Oct, 2016     2986
გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა ინციდენნტის ,,შეფუთვას“ შეეცადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზდრა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაც. მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“.

ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ აქტივს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42