განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები პედაგოგთა საქმიანობის გამარტივებისთვის - პრემიერი
პოლიტიკა - 17:22, 02 Oct, 2016     1744
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც იგეგმება

"ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გაგიადვილოთ საქმიანობა, რომ სასწავლო პროცესი გახადოთ უფრო საინტერესო, მიმზიდველი და მოსწავლეებისთვის, სკოლა გახდეს ადგილი, სადაც ეხალისებათ მისვლა, სადაც არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადამიანური საუბარი ექნებათ თავიანთ პედაგოგებთან ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, თავისუფალი გაკვეთილების ინსტიტუტის დანერგვა იგეგმება, რათა თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ განათლების ხარისხის აწევა, ასევე, მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში; ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი, რომ შემდეგ მას ეხალისებოდეს ამაღლებული კვალიფიკაციის დადასტურება და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პრიორიტეტად დარჩება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება. 1600-მდე საჯარო სკოლა უკვე აღდგენილია, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა, ხოლო 10 - გაიხსნა; აშშ-ის მთავრობის თანადგომით, მომავალ წელს იგეგმება 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; უკვე დასრულებულია 12 ასეთი ლაბორატორია.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა 90-იანი წლების შესახებ, როდესაც პედაგოგიურმა საზოგადოებამ მძიმე დღეები გაიარა და აღნიშნა, რომ ამ დროს, სკოლაში მისი შვილები სწავლობდნენ.

„ძალიან კარგად მახსოვს ირანული ქურებით გამთბარი კლასებიც, უკაცრავად, მაგრამ პედაგოგებიც, რომლებსაც საკვების პრობლემაც კი ჰქონდათ, ელემენტარული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ისეთივე თავგამოდებით და ენერგიულად ასწავლიდნენ ჩვენს მომავალ თაობას და სწორედ ამის ხარჯზე, ჩვენ არ გვქონდა წყვეტა განათლებაში. ამ ადამიანების ენერგიისა და ჯანმრთელობის ხარჯზეა ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომლითაც შეგვიძლია, ნამდვილად ვიამაყოთ. ამ შემთხვევაში, ეს ჩემი უფროსი შვილების თაობაა, რომლითაც ჩვენ, სამართლიანად ვამაყობთ. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, ფეხზე წამოდგომით და მინდა, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე; მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ჩვენგან ნახავთ თავდადებას, დიდ პატივისცემას თქვენი პროფესიის მიმართ; სიტყვით და საქმით ნახავთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ განათლების სისტემის მნიშვნელობას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობისთვის და ეს იქნება სიტყვით, საქმით, დაფინანსებით, ყურადღებით და პატივისცემით“, - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42