,,მე, როგორც პრეზიდენტი, ვდგავარ თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც საქართველოს კონსიტიტუცია ასახავს“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:17, 02 Oct, 2016     1854
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა ირინე იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ და უზენაესი სასამართლოს კვოტით წარდგენილმა თემურ ტუღუშმა დადეს.

სასამართლოში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ მოსამართლეებს წარმატებული და მიუკერძოებელი საქმიანობა უსურვა.

,,გერქვას საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლე ეს არის ძალიან დიდი პატივი. თქვენ ხელთ გაქვთ უზარმაზარი ძალა, მაგრამ ამავე დროს დიდი ტვირთი, რომლის გაძლებაც და გატანაც ყველა ადამიანს გაუჭირდება.

მოსამართლეობა და სიმართლის სამსახური ყოველთვის იყო ძალიან მძიმე პიროვნული ტვირთი. ყველა ეპოქაში, ადამიანების ბედი, რომლებიც ამბობდნენ სიმართლეს და ემსახურებდონენ იდეალებს, არა რომელიმე პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ლიდერის სამსახურში, ყოველთვის ძალიან ძნელი იყო.

ყველა ეპოქაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ სიმართლის თქმა ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და ეს ყოველთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი.

ამ ტვირთში თქვენ ძალიან ცოტა თანამოაზრე გეყოლებათ. იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ თავიანთი სიმართლე და თავიანთი დღის წესრიგი, რომლებიც ასე დაინახავენ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის ბედს, რომ სწორედ მათ მიერ დანახული სიმართლე არის სწორი.

ყველა ეპოქაში იყო ეს წნეხი, მოსამართლეზე და სიმართლის მთქმელ ადამიანზე. იქნებიან არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ძლიერნი ამა ქყვენისა, რომლებიც სხვანაირად შეეცდებიან გავლენა მოახდინონ.

იქნება საზოგადოებრივი აზრიც, რომელიც შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ მომართონ. იქნება მცდელობა თქვენზე გავლენისა, არამარტო პოლიტიკურად, არამარტო რაღაცა სხვა მექანიზმებით, არამედ ბევრი იმ სისუსტით, რაც ადამიანს გააჩნია.

მე არ გამოვყოფ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ ეპოქას. ყველა ეპოქაში, ის ადამიანები, ვინც უძლებდნენ ძალადობის, შანტაჟის, მოსყიდვის, დაშინების, ხშირად საზოგადოებრივი აზრის მათ წინააღმდეგ მომართულ წნეხს და ემსახურებდონენ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და მხოლოდ და მხოლოდ სამართალს, ეს ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი და ერთეულები.

სწორედ ამიტომაც, მრვალმილიონიან ქვეყანაში ერი გამოყოფს სულ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც აძლევს უფლებას და ძალაუფლებას შეცვალოს კანონები, წაიკითხოს კონსტიტუცია, დაუბრუნოს საკითხი იმ მთავარ მიზანს, რასაც სამართლის სამსახური ეწოდება.

თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას დაიცვათ ადამიანის უფლებები, დემოკრატია და თქვენი ხედვით განავითაროთ ქვეყანა.

მე ვიზიარებ იმ სირთულეს, რაც თქვენ მომავალში გელით. მე მინდა, თანადგომა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ ტვირთს ღირსებით ატარებდა.

ამ ძალიან რთულ გზაზე იცოდეთ, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვდგევარ თქვენს გვერდით, თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც სახავს, ადგენს საქართველოს კონსიტიტუცია და რომლის წინაშეც თქვენც დაიფიცეთ და რომლის წინაშე დავიფიცე მე, როდესაც დავიწყე ჩემი სამსახური როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ამ უმნიშვნელოვანესი ინსიტიტუტის მიმართ, გამოვხატავ ჩემს თანადგომას იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის თავზე ამხელა ტვირთი და ვალდებულება აიღო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42