,,პაპუნა კუკავა, რომელიც არის ჩვენი შტაბის უფროსი, ცოლ-შვილთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. იქ იმყოფებოდა ოცნების ახალგაზრდული ფრთა. პაპუნამ ვერ გაიარა მანქანით და უთხრა, რომ გაეტარებინათ და ჰკითხა თუ რას აკეთებდნენ ასე გვიან? ახალგაზრდებმა ცოტა უხეშად უპასუხეს - შენ ვინ გკითხავსო... პაპუნამ უთხრა, რომ რას ქვია ვინ მკითხავს, აქ ვცხოვრობო... ამას მოჰყვა ბიჭებს შორის შელაპარაკება. პაპუნა მანქანით შევიდა, ცოლ-შვილი დატოვა და გამოვიდა. როგორც სჩანს შემდეგ მოჰყვა ამას გაგრძელება. მანქანას ქვა ესროლეს, რასაც პაპუნას მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პაპუნა მარტო იყო, მას მეზობლებიც გამოესარჩლენ, რაც ჩხუბით დასრულდა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს თავზე ღია ჭრილობა აქვს. ძალიან ცუდია, რაც მოხდა, არჩევნების წინ ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ფაქტები არაფერში არ აწყობს“ - აცხადებს ლაშა დამენია.
შეგახსნებთ, რომ ინციდენტი გუშინ ღამე მოხდა. ზუგდიდის რაიონსოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






