"ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძალა და ვაგრძელებთ ბრძოლას,"- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ თელავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებტან შეხვედრისას.
სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერებმა, პარტიის წევრებს ის პრობლემები გააცნეს, რაც ბლოკს აქვს. პაატა ბურჭულაძისა და გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ გადაუკეტეს ყველანაირი ფინანსური რესურსი, თუმცა პარტია აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.
მათივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხალხისთვის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უარი თქვა მიეღო დაფინანსება ბიძინა ივანიშვილისგან და ყოფილიყო მასზე დამოკიდებული. თელავში შეკრებილებმა ერთხმად აღუთქვეს პაატა ბურჭულაძეს თანადგომა.
კახეთის შემდეგ, ლიდერები საქართველოს მასშტაბით პარტიის წარმომადგენლებს სხვა რეგიონებშიც შეხვდებიან და პირადად გააცნობენ ბლოკში არსებულ ვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






