გიორგი აბაშიშვილმა ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი" კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა
პოლიტიკა - 12:34, 02 Oct, 2016     1252

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბათუმში ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,, კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა და კონკურსის მონაწილეებს მიმართა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის ლაბორატორია” ორგანიზებით ჩატარდა და იგი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო, სამოქალაქო ატივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად.

მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად.

მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.

კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა მოამზადეს ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე.
მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.
მესამე ეტაპზე, დღეს კი, გაიმართება კაპიტნების კონკურსი, სლოგანების კონკურსი და საჯარო გამოსვლების კონკურსი.

დღესვე, ბათუმში კონკურსის ფინალისტებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42