ქართული ოცნების აღმასრულებელი მდიბანი ირაკლი კობახიძე GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევებს და მის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
მისი თქმით, საველე სამუშაოები "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულმა კომპანიამ ჩაატარა.
"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აჭრილები არიან და ეს ე.წ კვლევის შედეგები ამის მანიშნებელია. ისინი ძალიან მძიმედ აგებენ არჩევნებს, გარდა ამისა ჩაეშალათ რევოლუციური სცენარი, ეშლებათ პარტია. დღეს რა შედეგებიც ვიხილეთ ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული ციფრები"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, GFK-ის კვლევის საველე სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში მყოფი ქართული კომპანიები ატარებდნენ.
"რუსთავი 2 - ის დირექტორი ნაციონალური მოძრაობის სახეა, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს კვლევა სუბიექტურია. რაც შეეხება რეალობას, ის ძალიან განსხვავებულია. ჩვენ ვატარებთ შიდა კვლევებს, კარდაკარს და გვაქვს უახლესი გამოცდილება 2012 წელს, სხვაობა ჩვენსა და მეორე ადგილზე მყოფ პარტიებს შორის სამმაგია"- თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" გადის.
"ჩვენი პროგრამა მინიმუმია, ხმათა უმრავლესობის მოპოვება. ამ ყველაფერს 8 ოქტომბერს ვნახავთ"- აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა.
კობახიძეს ბიძინა ივანიშვილოს განცხადების კომენტირებაც სთხოვეს. სადაც ის ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 30 პროცენტი აქვს.
მისი თქმით, ივანიშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს.
„რუსთავი2-ზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაყალბდა. იაფფასიანი მონტაჟი იყო,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, ქართულ ოცნებას რეიტინგებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაუსწრო.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასე გადანაწილდა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26%-ით; შემდეგ მოდისქართული ოცნება 25.4%-ით.
მასალის გამოყენების პირობები






