,,ინებოს ღმერთმა ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე“ - ილია II და რომის პაპი სვეტიცხოველში
პოლიტიკა - 19:49, 01 Oct, 2016     11431
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ რომის პაპთან ფრანციკსე პირველთან შეხვედრაზე, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, განაცხადა, რომ მცხეთა საქართველოს ძველ დედაქალაქთან ერთად დღემდე ქვეყნის უცვლელი სულიერი ცენტრია.

ილია მეორეს თქმით, ცხეთა და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: "ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა".

"კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს: აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან, ერთად არის დაფლული",- მიმართა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა რომის პაპს.

პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას წმიდა კვართის მცხეთაში ჩამობრძანების ისტორია გაიხსენა:

"წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო: მისმა ძმამ, ელიოზმა, მცხეთაში ჩამოაბრძანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს, დიდ პარასკევს, მაცხოვრის წამებით გულშეძრული აქ, მცხეთაში, აღესრულა და იგიც საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხება მირონი, სადაც გვირგვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც ხდებოდა და ხდება აღსაყდრება კათოლიკოს-პატრიარქთა. აქვეა სამაროვანი მეფეთა და პირველიერარქთა.პირველი ეკლესია ამ ადგილზე IV ს-ში აშენდა. ეს სახე კი XI ს-ში მიიღო და არის იგი 12 მოციქულის სახელობის რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე. საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა, ქრისტიანული ოაზისი მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად. როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად შერაცხილი ილია მართალი წერს, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და საქართველოც ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მაგალითისთვის XIII საუკუნეს გავიხსენებ, როდესაც თბილისში, სიონთან ახლოს, ქალაქის 100 000 მკვიდრს თავი მოჰკვეთეს, რადგან მათ არ დააბიჯეს ხიდზე დადებულ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და არ უარყვეს რჯული. დიახ, ჩვენი ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თავდადებულ მსახურებაში იყო და არის. რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? - ორივე ამის ნაკლებობა. მე მახსენდება ძველ მოძღვართა დარიგება: მართალთა ლოცვა სცვლის თვით ბუნების კანონებს და არის ხილული და უხილავი მტრების ისართაგან დამცავი საიმედო ფარი, ამასთან იგი აჩერებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მარჯვენასაც, ცოდვილთა დასასჯელად აღმართულს. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა, სინანული და მოწყალება არის გადარჩენის მოკლე გზა. ვფიქრობ, კაცობრიობას დღეს ყველაზე მეტად ამის დეფიციტი აქვს და ჩვენც - მათ შორის, მაგრამ დიდია მოწყალება ღვთისა. იგი მოთმინებით ელოდება მისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს. მთავარია, უფალმა ადამიანთა სწორად განმსჯელი, მონანული და მლოცველი გული დაინახოს და ყველაფერი სულ სხვა სახეს მიიღებს. ამიტომაც, მუდამ და ახლაც, ვთხოვ შემომქმედს, ყველას მოგვცეს მადლი საკუთარი თავის შეცნობისა, განწმენდისა და ჭეშმარიტების გზით სვლისა. ინებოს ღმერთმა ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე, ამინ"- ბრძანა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42