"ჩვენ გვებრძვის ყველა, იმიტომ რომ არ ვაწყობთ არავის"- ბურჭულაძის მიმართვა
პოლიტიკა - 19:17, 01 Oct, 2016     2051
მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მათ მიმართ "ყველა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე" ისაუბრა.
”მივმართავ ჩვენი შტაბის წევრებს, ჩვენს მაჟორიტარებს და მხარდამჭერებს - კიდევ ცოტა გავიჭირვოთ. ჩვენზე მიდის ძალიან დიდი ზეწოლა. გადაგვიკეტეს თითქმის ყველა ფინანსური გზა, რაც კი შეიძლებოდა გვქონოდა. ჩვენ გვებრძვის ყველა, იმიტომ რომ არ ვაწყობთ არავის. ჩვენს წინააღმდეგაა ყველა, გარდა ქართველი ამომრჩევლისა. ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან წინსვლა და ქვეყნის ფეხზე დაყენება ან ოთხი წელი კიდევ ამ მთავრობის ხელში ჩვენი ქვეყნის დატოვება, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს მას.ფულმა არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. მჯერა, რომ საქართველო და მისი დედაქალაქი, თბილისი ჩვენ გვერდში დაგვიდგება დღიდან ჩემი პოლიტიკაში შემოსვლისა, ორი საპირისპირო რამ ხდება. ერთი მხრივ, სიყვარული და მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, მეორე მხრივ, უდიდესი ზეწოლა მთავრობისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ზეწოლა ხორციელდება ბიზნესმენებზე, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა უნდა, შემომწირველებზე, ჩვენს მხარდამჭერებზე. ბევრი ჩვენი შემომწირველი დღესაც კი სასამართლოშია დაბარებული. ჩვენ დავდექით ორი არჩევანის წინაშე, ან ავირჩიოთ ბიძინა ივანიშვილის თანხა და გავხდეთ მისი მარიონეტები, ისეთივე როგორებიც არიან მთავრობის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ან ავირჩიოთ და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება. მე უკვე რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადე ღია ეთერში, რომ ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, უარს ვიძახით რომ ვიყოთ ვინმეს მარიონეტები. ჩვენ არც ”ნაციონალური მოძრაობის” და არც ”ქართული ოცნების” სატელიტები არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის, ჩვენი საქართველოს პარტია”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42