2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არჩევნების შემდეგ შეიცვლება - ფინანსთა სამინისტრო
პოლიტიკა - 19:17, 01 Oct, 2016     1709
2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. „პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა როგორც სოციალური გასაცემლების მიმართულებით, ასევე, სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც.

რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების/პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც გადაიხედება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში მუშობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამხოლოდ 2017 წლის, არამედ 2017-2020 წლების ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად.

პროექტის გადამუშავება განხორციელდება საქართველოს პარლამენტისათვის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42