"პატარა ბიჭის უბედურებით ბინძური ქულების მოპოვებას ცდილობენ " - ბექა ოდიშარია 15 წლის მოზარდის მკვლელობაზე
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ფონიჭალაში 15 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია განცხადებას ავრცელებს.მმართველი პარტიის წევრის თქმით, მისი მისამართით მიზანმიმართული ბინძური კამპანია მიმდინარეობს.
"ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ გადავწყვეტდი, რომ არა მიზანმიმართული ბინძური კამპანია, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც იკითხება.
29 სექტემბერს ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან და ჩვენი, ტრადიციულად პოზიტიური კამპანიის ფარგლებში შეხვედრაზე გვახლდნენ ჩემი მეგობრები, ქართული ესტრადის წარმომადგენლები.
მე როგორც ყოველთვის, ახლაც მამასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან, მათ შორის 4 წლის ქალიშვილთან ერთად, ვიდექი სცენაზე... ღონისძიების მსვლელობისას შემატყობინეს, რომ ზემო ფონიჭალელ მოზარდებს მოუვიდათ შელაპარაკება სასტუმრო «ტატო»-სთან, თუმცა დაზარალებულმა საშველად მოირბინა სინათლისა და ხალხისკენ ანუ იქით საიდანაც მას ესმოდა ხალხის ხმა. დადასტურებით შემიძლია ვთქვა ერთი ფაქტი, რომ დაზარალებულს სწორედ ჩემმა მეგობრებმა იმ წუთასვე აღმოუჩინა დახმარება და გადაიყვანა საავადმყოფოში.
ჩემი პირველი კომენტარიც მომხდართან დაკავშირებით გაკეთდა პირველივე წუთებში და გავაჟღერე ზუსტად ის ინფორმაცია, რასაც მაშინ ვფლობდი.
აქციის მსვლელობისას მე რამდენჯერმე მოვიკითხე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც მატყობინებდნენ, ბავშვს იმ მომენტისათვის სერიოზული ხიფათი არ ემუქრებოდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით,უკვე შტაბში მოსულებს (4-5 საათის შემდეგ) შეგვატყობინეს, რომ მდგომარეობა დამძიმდა და შემდეგ უკვე დადგა ყველასათვის წარმოუდგენელი შედეგი... ტრაგედია, რომლის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. დაიღუპა ჩვენი შვილების თანატოლი ბავშვი.
კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ მომხდარის გამო. ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ გვძინებია, თუმცა მე მაკვირვებს, ალბათ უკვე აღარც მაკვირვებს, იმ ადამიანების აღვირახსნილობა, რომლებსაც მომხდარზე გული არ უსკდებათ, მაგრამ შუბლის ძარღვი კი გახეთქილი აქვთ და პატარა ბიჭის და მისი ოჯახის უბედურებით ცდილობენ ბინძური ქულების მოპოვებას... ეს უსირცხვილო ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ უწყიან რა მოხდა, ბედავენ და არად აგდებენ ოჯახების უბედურებას, და მეორე არასრულწლოვანს, რომლის ოჯახიც ასევე გაუბედურდა მომხდარის გამო, მოიხსენიებენ, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტს... ან დედა არ გყავთ, ან შვილები, ან ოჯახი? ან ამ ქვეყანაზე სიარული არ გინდათ? მართლა არ გეშინიათ არაფრის? ღმერთის რომ არა, მაგაზე შევთანხმდით, მაგრამ ამდენ გაუბედურებულ ოჯახს იმიტომ ამწარებთ,რომ ვიღაც ორ-სამ ბინძურს ასიამოვნოთ? ეგეთი უშიშრებიც არ ჩანხართ!!! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაფიქრდით, არაფერი ამქვეყნად, მითუმეტეს პოლიტიკური ქულები არ ღირს ამად...
რაც შეეხება გამოძიებას, ის იტყვის ალბათ თავის სათქმელს და მე,როგორც კანონმორჩილი ადამიანი ,გამოძიების შედეგებს დაველოდები"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა