შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ს მთავრობამ ორი საპატრულო ხომალდი გადასცა
პოლიტიკა - 17:41, 01 Oct, 2016     978
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.

საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ს სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მხრიდან შს მინისტრის მოადგილე-სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმოწერის ღონისძიებას აშშ-ს სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი სანდრა შტოცი და საქართველოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლოზ ბერლინელი ესწრებოდნენ.

Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10 კვირიან გადამზადებას აშშ-ს სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42