,,ბიძინა ივანიშვილის გმირული ნაბიჯით შეიცვალა პოლიტიკური ამინდი, აღარავის ვერჩით“- პრემიერმა 4 წელი შეაფასა
პოლიტიკა - 16:37, 01 Oct, 2016     3390
სართველოს პრემიერ-მინისტრმა დიღომში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა: "ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი, ჩვენი შილების ღიმილი და ბედნიერი მომავალი, სიყვარულით ცხოვრება, სიძულვილის, დაპირისპირების დასრულება".

მან 2012 წელს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მაშინ გადადგმულმა ნაბიჯმა პოლიტიკური ამინდი შეცვალა.

„ეს ყველაფერი 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა. მე გილოცავთ 4 წლის იუბილეს იმ დიდი გამარჯვებიდან. ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული მართლაც გმირული ნაბიჯი, ქართველ ხალხთან ერთად, გახდა საფუძველი გამარჯვების, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი, შეცვალა იქითკენ, რომ დღეს თქვენ ხედავთ - როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის არ ვერჩით, აღარ არის ქუჩებში ადამიანების ცემით სიკვდილამდე მიყვანა, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანებს არ აქვთ შიში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი ოთხწლიანი მმართველობის მთავარ მიღწევად მოქალაქეებისთვის ჯამრთელობის უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობის დახმარებას ასახელებს

"დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უბრუნდება სოფელს, საკუთარ საქმეს. სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, უზრუნველყოფილი მეტი სტაბილურობა ქვეყანაში. რჩება ოკუპაციის პრობლემა, ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმით, რაც არის, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ - დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო; დღეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს მოქალაქეებს - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ინფრასტრუქტურით, განვითარებული განათლების სისტემით, მმართველობის სისტემით კიდე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკით ისეთ ქვეყანად, სადაც თითეულ ჩვენგანს გაუხარდება ცხოვრება. ეს არის აბსოლუტური რეალობა.ამ გეგმით ცხოვრობთ, ამ გეგმით ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ, ვათენებთ და ვაღამებთ, რადგან ზუსტად ეს არის რეალობა, ეს არის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნის და ადამიანის სიყვარულზე აგებული გეგმა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ, 8 ოქტომბერს არავინ არ დავრჩეთ სახლში, ყველა მივიდეთ და გავცეთ ამ კითხვას პასუხი - გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არ არსებობს დისტანცია მთავრობასა და ხალხს შორის, სადაც მთავრობას შეიარაღებული ასეულები არ იცავენ, სადაც ჩვენ ჩვენს ხალხთან ვდგავართ, გვესმის თითოეული ადამიანის ტკივილი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42