როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ქუთაისი როგორც მთლიანად საქართველო პრობლემების მოგვარებას ელოდება და ამ ყველაფერს არჩევნები სჭირდება.
,,ქუთაისი ისევე როგორც მთლიანად საქართველო ელოდება ცვლილებებს. ელოდება წინსვლას, პრობლემების მოგვარებას და ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნები და სწორი არჩევანის გაკეთება. დარწმუნებული ვარ,რომ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს. ჩვენი გეგმა არის ეს, წყნარად დემოკრატიულად მივიდეთ არჩევნამდე და არჩევნების გზით წერტილი დავუსვათ უნიათობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრისას შეკრებილ მოსახლეობას სანდრა რულოვსმაც მიმართა და აღნიშნა, რომ
მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განსაკუთრებით იგრძნობა და ეს ყველაფერი გამარჯვების მანიშნებელია.
,,ჩვენ მეტი ხალხი გვიდგება ყოველდღიურად გვერდით და ვგრძნობთ, რომ გამარჯვება გვიახლოვდება. ჩვენ არანაირ პროვოკაციაზე წამსვლელები არ ვართ. ჩვენ სუფთა ხელებით მოვდივართ. ქუთაისში სამი მშვენიერი კანდიდატი გყავთ და დაუჭირეთ მათ მხარი და ყველაფერი კარგად იქნება“- განაცხადა რულოვსმა.
მასალის გამოყენების პირობები






