თავის მხრივ სანდრა რულოვსმა, ია მეტრეველის პოზიცია მოისმინა და აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა წაყენებული ბრალდებები მასთან კავშირში არ არის.
"თქვენმა მეუღლემ, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ თვალებში ჩახედეთ, ჩემი 19 წლის ბიჭი და ბევრი სხვა ბიჭები ჩაგვიხოცა. თქვენ რას მეტყვით : აღარასდროს დახოცავთ? აღარ გააუპაიურებთ ხალხს, აღარ გაჟუჟავთ გასამრავლებელ ბიჭებს?"- აღნიშნა ია მეტრეველმა.
ეს განცხადებები აქციაზე მისულმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მათმა ნაწილმა, მეტრეველს ციხის სკანდალურ კადრებთან მიმართებაში ლადო ბედუკაძის ფაქტორი შეახსენა, ერთ-ერთმა კი ბუტა რობაქიძის დედას უსაყვედურა: "რატომ არ იღებს ხმას ქართული ოცნების კონცერტზე 15 წლის ბიჭის მოკვლის გამო".
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა კი ია მეტრეველის განცხადებებზე თქვა, რომ ესმის, რომ ამ ქალბატონმა დიდი სიმწარე ნახა, თუმცა რულოვსისთვის გაუგებარია რატომ სთხოვს მეტრეველი პასუხს იმ ფაქტზე, რომელიც მაშინ მოხდა, როცა ის პოლიტიკაში არ იყო.
"არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს როცა მიშა იყო. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ და რაც იყო ცუდი, წარსულში დავტოვოთ. მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლშო ვდგავარ" - აღნიშნა რულოვსმა.
მასალის გამოყენების პირობები






