როგორც უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს ოფიციალური ინფორმაცია თუ რა ხდება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ აქვს.
„ამ რანგში საკითხის დასმა, პრეცენდენტი ყოფილა თუ არა? ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში, ამ დეტალებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იქვე განმარტავს, რომ პრეცენდენტი წარდგენილ მოსამართლეებზე უარის თქმის არ ყოფილა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და რომელი ვერსიაა სწორი ჯერჯერობით არ იცის.
„თუ დადასტურდება, რომ უარი ეთქვათ სამივე კანდიდატს, ეს იქნება სამწუხარო ქვეყნისთვის, თუ არ დადასტურდა ინფორმაცია და იანვარში იქნება კენჭისყრა, აირჩევენ იმას, ვისაც მიიჩნევენ სწორად, გავრცელდა ორი სახის ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი რომელი ინფორმაცია არის სწორი, ერთი მხარე საუბრობს, რომ უარი ეთქვათ ამ სამივე კანდიდატს, მეორე მხარე საუბრობს, რომ რეალურად კენჭისყრა გადაიდო იანვარში. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ გჯერათ, საერთოდ არ დავინტერესებულვარ, არ მეხება. რეალურად არ ვიცი ინფორმაცია გამომდინარე იქედანაც, რომ მე არავითარი ურთიერთობა ამ თემაზე არ მქონია“- აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






