"არჩევნების შემდეგ ავტომანქანები უნდა დაგვეწვა" - "თავისუფალი ზონა" კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა
პოლიტიკა - 12:50, 01 Oct, 2016     11414
"თავისუფალ ზონა" კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა. ნუგზარ ჭიაბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას აპირებს.

"არჩევნებს, რომ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა,“ არ უნდა დანებდეს პარტია, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეუბნებოდნენ" – ირწმუნება „თავისუფალი ზონის“ ცენტრალური ორგანიზაციის ყოფილი წევრი.

„თავისუფალი ზონის“ კონკრეტული ჯგუფის დავალება, როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, თბილისისთვის დარტყმის მიყენება უნდა ყოფილიყო. “ეს ორგანიზაცია იცლება იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა მოქმედების ძალადობრივ გზებზე. ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა თბილისისთვის. ეს დავალება დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმაურის გარეშე დატოვა „თავისუფალი ზონა“. უკრაინულ სცენარზე კონკრეტულად კობა ხაბაზი გვესაუბრებოდა. მე ამას ვისმენდი ყოველ თათბირზე, რომელსაც ასევე უერთდებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, „თავისუფალი ზონის“ იმ ჯგუფის დავალება, რომელშიც თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა, შედიოდა დედაქალაქის ლოკალიზების გეგმა, რომელიც ავტომობილების დაწვას შეადგენდა. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია დაგეგმილია 8 ოქტომბრის ღამეს. ლოკაციის ადგილებად კი ის დედაქალაქში 3 წერტილს ასახელებს.

“ეს იქნება ეგზიტპოლების გამოცხადებამდე, ან გამოცხადების შემდეგ . დედაქალაქში მათი გეგმით 3 ადგილას უნდა მოეწყოს დესტაბილიზაცია, ესაა თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარია და ის ადგილი, სადაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა.

ეს ის ადგილებია, რომელზეც ქვეყნის ყველა დროის ტრაგედიაა ასახული. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყოველივე ამის შემდეგ ანალიზი, თუ როგორ თბილისში და საქართველოში უნდა ცხოვრება. ეს ყველაფერი იქნება მართული „საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც აკაკი მინაშვილია”– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42