"საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას" - რომის პაპი
პოლიტიკა - 11:31, 01 Oct, 2016     3152
რომის პაპი მრევლს ქველმოქმედების, განათლებისა და სიკეთის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს,- მიმართა პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილებს.

„ნეტარ არიან ის ქრისტიანული საკრებულონი, რომლებიც ამგვარი სახარებისეული სიწრფელითა და სისადავით ცხოვრობენ. ისინი მატერიალურად ღარიბნი, მაგრამ ღმერთით მდიდარნი არიან. ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც წარმატების ლოგიკას კი არა, სიყვარულის კანონს მისდევენ - მიღებას, მოსმენასა და მსახურებას. ნეტარ არს ეკლესია, რომელიც არც ფუნქციონალიზმის და ორგანიზაციული ეფექტურობის კრიტერიუმებს ენდობა და არც იმიჯის გულისთვის ირჯება. საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს. ბავშვებს, ღმერთის გაგება არ უჭირთ და მათ შეუძლიათ ბევრი რამ ასწავლონ უფროსებს მათ შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით, მდოგვის მარცვლით, ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით. აი, ღმერთის გასაოცარი სიდიადე, ღმერთისა, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე და რომელსაც უყვარს მოულოდნელობანი. ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ და უპირველესად მისი შვილების ვართ - არა სიცოცხლის ბატონ-პატრონნი, არამედ მამის შვილები; არა დამოუკიდებელი და თვითკმარი მოზრდილები, არამედ მუდამ ხელში ასაყვანი შვილები, რომელთაც სიყვარული და შენდობა სჭირდებათ. მაშ, ვითხოვოთ დღეს, ყველამ ერთად, მადლი უბრალო გულისა, რომელსაც სწამს და ცოცხლობს სიყვარულის თვინიერი ძალით; ვითხოვოთ, რომ უშფოთველად და სრულად მივენდოთ ღმერთის გულმოწყალებას”- აღნიშნა რომის პაპმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42