"ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია"- წულუკიანი ევროსასამართლოს მოსამართლეების თემაზე
პოლიტიკა - 21:26, 30 Sep, 2016     4337
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მინისტრის თქმით ამ თემასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეების კანდიდატებზე ევროსასამართლოს უარი არ უთქვამს:

"გუშინ, საღამოს, ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება და არაერთი ძალიან პატივსაცემი ინსტიტუტი. სიმართლე არის ის, რომ გუშინ პარიზში გამართულ კომიტეტის სხდომაზე ცნობად მიიღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, კომიტეტმა იმსჯელა და სია ცნო დასაშვებად, რის შემდეგაც გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრება. კანდიდატების გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ, რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, გამარჯვებული იანვარში გამოვლინდება. ჩვენ, ყველანი ერთად − ჟურნალისტები, მინისტრები, ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები, შევადგენთ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებებზე, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომაც მთავრობას, როგორც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენელს, წარედგინა კომისიის მიერ ხუთპირიანი სია და ის იყო თავისუფალი, ამ ხუთი პირიდან შეერჩია სამი. მთავრობამ შეარჩია ის სამი, ვინც შეარჩია საბოლოოდ. ეს სამი კანდიდატი,იმიტომ, რომ სია დასაშვებად გამოცხადდა, დაშვებულ იქნა გასაუბრებაზე. კანდიდატები ადასტურებენ, რომ გასაუბრება გაიარეს − როგორ გაიარეს, ეს ჩემი საქმე არ არის. საპარლამენტო ასამბლეის დამოუკიდებელი კომიტეტი გამარჯვებულს გამოავლენს იანვარში და თებერვალში გვეყოლება ახალი მოსამართლე, რადგან მოქმედს უკვე ვადა ეწურება. საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს სია თებერვლისთვის არ შეიცვლება, რადგან ევროპის საბჭოდან ამის მოთხოვნა არ წამოსულა. პირიქით, გუშინ გადაწყდა, რომ სია დასაშვებია და გასაუბრებაზე მიიწვიეს სამივე კანდიდატი. ბევრჯერ ბევრ ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, დამართნია ისე, რომ სია ჩავარდნილა. შესაბამისად, კანდიდატები არ მიუშვიათ გასაუბრებამდე. მე მიხარია, რომ საქართველოს, ჩვენს პატარა, მაგრამ სუვერენულ ქვეყანას, ეს არ დაემართა. სია იქნა დასაშვებად ცნობილი და კანდიდატები დაშვებულ იქნენ გასაუბრებაზე. იმედი მაქვს, რომ მათ ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა. დანარჩენს ევროსაბჭო გადაწყვეტს და ყველას მინდა, მოგიწოდოთ, რომ არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება, რადგან ეს არ არის პარტიული საკითხი; ეს არის ჩვენი ქვეყნის − საქართველოს სია", - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42