საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალუი მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს და აცხადებს, რომ მას არ ჰგონია, რომ გიგა ბოკერია 8 ოქტომბერს პარლამენტარი გახდება:
„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია უბრალოდ არის მისი აზრი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო“, - აცხადებს წულუკიანი.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია, რომ მეორედ მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა:
„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






