საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს ფრანცისკეს პირისპირ შეხვდა
პოლიტიკა - 17:45, 30 Sep, 2016     1712
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში რომის პაპს ფრანცისკეს პირისპირ შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობას შეეხო, რომელსაც მომავალ წელს 25 წელი უსრულდება.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება წმინდა საყდრის გადაწყვეტილებას ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის აღმართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მტკიცე და ურყევი კავშირისა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და

განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების გამოც იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ერთმანეთთან კომუნიკაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. სისტემატიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ოჯახებში. ისინი ყოველდღიურად ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან, მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს ოჯახის წევრები წარუდგინა და საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ფერწერული ხატის ასლი უსახსოვრა.

თავის მხრივ, რომის პაპმა პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა მაესტრო პატრიციო დი სკიულოს მიერ შესრულებული ნახატი, რომელზეც გამოსახულია რომის შვიდი ეკლესია და პილიგრიმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42