რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით ევროსასამართლოში ხელისუფლებამ კანდიდატები პირადი ნაცნობობის და პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით შეარჩია, სწორედ ეს გახდა ევროსასამართლოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცებაზე უარის თქმის მიზეზიც. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არც არასამთავრობოების და არც დეპუტატების რჩევები არ გაითვალისწინა.
„ვიცოდით რაც მოხდებოდა, ისინი გვეუბნებოდნენ თქვენ რა უნდა გვასწავლოთ ევროპის სასამართლოში, როდესაც ჩვენი ხალხი იქ მუშაობდა დიდხანს, აი ეს იყო მათი პასუხი. ახლა უნდა ჰკითხონ ამ ხალხს დიდხანს რომ მუშაობდნენ, წულუკიანის ჩათვლით, რა უთხრეს ასეთი ამ შეცდომამდე, რომელიც პრინციპში ქვეყნისთვის არის სილის გაწვნა, სამ კაციანი სია რომ ვერ გაგიგზავნია ისე, რომ არ დაგიწუნონ,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






