მიხეილ ჯანელიძემ შიმონ პერესის ხსოვნას პატივი მიაგო
პოლიტიკა - 17:35, 30 Sep, 2016     1694

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს სახელით პატივი მიაგო პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას.

ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელს მსოფლიოს ლიდერები ეწვივნენ, მათ შორის 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს და პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურებსა და ებრაელ ხალხს საქართველოს სახელით გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალება პირადად მიუსამძიმრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრს, ლატვიის პრეზიდენტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფ სხვა ლიდერებს.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42