გვარამია აცხადებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მფლობელების დანიშვნის შესახებ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს ეხება, რასაც "რუსთავი 2"-ისთვის შედეგობრივი თვალსაზრისით არაფრის მომტანია.
არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრემიერის ზეწოლას ვერ გაუძლო და სამართლებრივად უპრეცენდენტო შემთხვევა დაუშვა:
"ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აზრს მოკლებულია, იმდენად რამდენადაც დროებითი მმართველების დანიშვნას ეხება. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი განაჩენი ანტიკონსტიტუციური იყო, შედეგობრივი თვალსაზრისით ჩვენზე ზემოქმედება ამას აღარ აქვს, იმიტომ რომ ეს ისედაც გაუქმდა. სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ მოახერხა მთავარ განხილვის თემაზე პასუხი გაეცა. ძალიან ტრაგიკულიც და ამავდროულად კომიკურია, რომ რუსთავი 2 - ის მთავარი სარჩელების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო მესამეჯერ დაიწყებს, რაც სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაა და პირდაპირ აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენის ქვეშ არის. მათ შორის არის ბატონი თავაძე, რომელიც ამ პროცესებს მართავს და ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს და ეს სასამართლო ბიძინა ივანიშვილის პირადი კონტროლის ქვეშ იქნება"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა
საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მფლობელების დანიშვნის შესახებ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა. სწორედ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა რუსთავი 2.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეარჩია თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






